logo
ENG



სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი, პუტინის მოკავშირე, "უცხოელი აგენტების" კანონს დააინიცირებს

13 მარ 202315:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/13/3j7dgutx7wgzdvs.png
IntelliNews

სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პუტინის მოკავშირემ, მილორად დოდიკმა განაცხადა, რომ მისი ერთეული მიიღებს კანონს "უცხოური აგენტების შესახებ."

დოდიკმა განაცხადა, რომ რესპუბლიკა სერბსკა მიიღებს კანონს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ასოციაციების საქმიანობის შესახებ.

"ანალოგიურმა კანონმა გამოიწვია მასობრივი პროტესტი საქართველოში, რამაც აიძულა მთავრობა უკან დაეხია. საქართველოს კანონმდებლობა, თავის მხრივ, რუსეთის ადრინდელი კანონმდებლობის მსგავსი იყო."- წერს bne IntelliNews-ი.

დოდიკის ეს ნაბიჯი ბოსნიაში ევროკავშირის დელეგაციამ შემაშფოთებლად მიიჩნია.

"ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიანი გამოყენების ნებისმიერი უსაფუძვლო შეზღუდვა, მათ შორის გაერთიანების (და გამოხატვის) უფლების ჩათვლით, თავისთავად ეწინააღმდეგება ბოსნია და ჰერცეგოვინას მისწრაფებებს ევროპულ გზაზე წინსვლისკენ." - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა, ფერდინანდ კოენიგმა.

მისი თქმით, დაგეგმილმა კანონმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს სივრცე სამოქალაქო ჩართულობისთვის, რაც მიუღებელია ევროკავშირისთვის.

დოდიკი ამბობს, რომ ეს კანონი აშშ-ს კანონმდებლობას ასახავს. თუმცა, ბოსნიაში აშშ-ს საელჩო მკაცრად გამოეხმაურა დაგეგმილ კანონპროექტს და განაცხადა, რომ ის კრემლის მიერ იყო შთაგონებული.

"ეს ფილმი ადრეც გვინახავს და ვიცით, როგორ მთავრდება. როდესაც რუსეთმა გააფართოვა თავისი უცხოური აგენტების კანონმდებლობა 2020 წელს, ის ასევე ამტკიცებდა, რომ ის მხოლოდ აშშ-ის მოდელის კოპირებას ახდენდა. ჩვენ ვნახეთ შედეგები. რუსეთის ხელისუფლებამ გამოიყენა თავისი რეპრესიული კანონმდებლობა განსხვავებული აზრის აღსაკვეთად, სამოქალაქო საზოგადოების განდევნისა და თავისუფალი მედიის აღმოსაფხვრელად." - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.


close დახურვა